ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ქვეყნებს, სადაც ულიმიტო შესაძლებლობები და რესურსებია, მათაც კი უჭირთ კოვიდ-19-თან გამკლავება. ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ტალღა საერთოდ არ გვქონია, ახლა ვართ სწორედ ტალღის ქვეშ, სადღაც მესამე ტალღა იქნება გაზაფხულზე ევროპის ქვეყნებში და ჩვენთან იქნება ის მეორე ტალღა. ეს ამ ვირუსის შინაარსი და ბუნებაა, აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ქვეყნები, სადაც არის ულიმიტო რესურესები და შესაძლებლობები, როგორც ჩანს იქაც კი დიდი რაოდენობით პაციენტისთვის გამკლავება შეუძლებელია.
ამიტომ მე არავის დამცველად არ გამოვდგები, არ არის ჩემი მოვალეობა, ადვოკატირება გავუწიო, მაგრამ მე ძნელად წარმომიდგენია ვინმე ისეთი ყოფილიყო ამ ქვეყნის მმართველობის სათავეში, რომ ახალა ჩვენ გვქონოდა ახალი კლინიკები, გვქონდა სრულიად განსხვავებული ცოდნის ექიმები, ეს შეუძლებელია.
მე ობიექტურობის ჭრილი არ მინდა დავკარგო თორემ, რამდენი მაქვს საკრიტიკო მაგას სად დავთვლი, რომ დავიწყო შეიძლება მთელი დღე ვერ გავჩერდე“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.