ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა შაქრიანი დიაბეტის მოქნე პაციენტებში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტებმა. რა შემთხვევაში დგება ლეტალური შედეგი დიაბეტით დაავადებულებში, ჩოვიდ-19-ით ინფიცირებისას და რატომ ვერ ხერხდება ქრონიკული დაავდების ისე მართვა, რომ თავიდან იყოს აცილებული პაციენტის გარდაცვალება? Ambebi.ge ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ესაუბრა.
ლეტალური გამოსავლი მაშინ დგება, როდესაც ინფიცირებამდე ადამაინი არ აქცევს ყურადღებას შაქრის მაჩვენებელს და მუდმივად აქვს მაღალი. როდესაც დიაბეტიანი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდება, ჩარევა ხშირად უშედეგოა, რადგან შაქრის დონის მოწესრიგება ხანგრძლივი პროცესია და ეს წამებში არ ხდება. ამიტომ ინფიცირებამდე პანდემიის პირობებში, უნდა მიაქციონ მაქსიმალური ყურადღება თავიანთ დაავადებას და გაითვალისწინონ გართულებების რისკი.
როგორც კორონავირუსი, ისე გლუკოზის მაღალი დონე, იწვევს სისხლძარღვებში ანთებითი პროცესების განვითარებას, რაც ხელს უწყობს თრომბის განვითარებას. სწორედ თრომბოემბოლია ხდება ხშირად შაქრიანი დიაბტის მქონე პირების გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის დროს. ვერ ვიტყვი, რომ ფატალური გამოსავალი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო ხდება. სამწუხაროდ, ხშირად ეს პაციენტთა დაუდევრობითაა გამოწვეული” – განაცხადა ულაშა უჩავამ.
წყარო: Ambebi.ge