ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მა „ღია ცის შეთანხმება“ ოფიციალურად დატოვა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, კეილ ბრაუნის განცხადებაშია აღნიშნული, 22 მაისს აშშ-მა „ღია ცის შეთანხმების“ მონაწილე ქვეყნებს შეთანხმებიდან გასვლის შესახებ აცნობა.
ზუსტად ექვსი თვის თავზე აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად შევიდა ძალაში.
ცნობისათვის, „ღია ცის შეთანხმება“ 34 სახელმწიფოს აერთიანებს და ხელშეკრულების ფარგლებში, ამ ქვეყნების ავიაციას შეუძლია, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენა განახორციელოს. „ღია ცის შესახებ შეთანხმება“ 1992 წელს ჰელსინკიში გაფორმდა.
შეგახსენებთ, მაისში შეთანხმების დატოვების მიზეზად აშშ-მა რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების არდაშვება დაასახელა.