“სანამ ჩვენ ხმებს ვითვლიდით და მოპარულ არჩევნებს ვაპროტესტებდით, ბაჩალიაშვილის საქმის სატელიტის ფოტოების გამყალბებელი დავით ფურცხვანიძე გაათავისუფლეს! პროკურატურა მიზეზს არ განმარტავს! კულუარებში ამბობენ, ითანამშრომლაო.”
ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.
სოცოალური ქსელი.
ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, 25 სექტემბერს, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს. თავად დავით ფურცხვანიძე აცხადებდა, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ალტერნატიული ექპერტიზის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს თეთრიწყაროს სოფელ მაწევანის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.