ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა გადაიდო.

“დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა გამართულიყო, ფინალის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის წევრთა უმრავლესობის კორონა ვირუსით ინფიცირების გამო, მატჩის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაიდო.

მატჩი 4 დეკემბერს, 16:00 საათზე კვლავ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები – წყალტუბოს “სამგურალი” და გაგრა დაუპირისპირდებიან” – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....