ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ეარ ფრანსის” 2 თვითმფრინავი, ტერაქტის საშიშროების გამო, საგანგებოდ დაეშვა

“ბიბისის” ინფორმაციით, ავიაკომპანია “ეარ ფრანსის” ორი თვითმფრინავი, აშშ-დან საფრანგეთში მიემგზავრებოდა, რომელიც ტერაქტის საშიშროების  მიზეზის გამო, საგანგებოდ დაეშვა. მიზეზი ანონიმურ ზარს უკავშირდებოდა, რომელიც თვითმფრინავის ბორტზე ბომბის დამონტაჟებას იტყობინებოდა.

აშშ-ის  ცნობით, ერთ-ერთი თვითმფრინავი, რომელიც ვაშინგტონიდან პარიზში მიემგზავრებოდა, კანადაში დაეშვა, მეორე კი, რომელიც ლოს-ანჯელესი-პარიზის რეისს ასრულებდა, აშშ-ის ქალაქ სოლთ ლეიქ სითიში დაეშვა.
ასევე “ბიბისის” ინფორმაციით, ორივე თვითმფრინავი მგზავრებმა უკვე დატოვეს.

იტვირთბა....