მთავარი ციტატა

დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა განცხადებას ავრცელებს

სანამ გვიან არ არის, მოეგონ გონს და გამოიძიონ მკვლელობა, მე სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ იმისთვის, რომ სიმართლე დავადგინო – ამის შესახებ დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი წინსვლა საქმეში და გამოძიებაში არ არის.

“არანაირი წინსვლა საქმეში და გამოძიებაში არ არის. არავინ დამკავშირებია პროკურატურის წარმომადგენლებიდან, რადგან თვითონ აფარებენ ხელს დამნაშავეებს. ჩემი მოთხოვნა უცვლელია, უკვე ოთხი თვეა ვითხოვ თვითმკვლელობის მუხლის გადაკვალიფიცირებას და საქმეში ეფ ბი აის ექსპერტების ჩართვას, სანამ გვიან არ არის, მოეგონ გონს და გამოიძიონ მკვლელობა, მე სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ იმისთვის, რომ სიმართლე დავადგინო და ჩემი შვილის წინაშე პირნათელი წარვსდგე”, – განაცხადა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს თეთრიწყაროს სოფელ მაწევანის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....