კორონავირუსის ვაქცინას შესაძლოა წამალმა დაასწროს – ამის შესახებ ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმი, ირმა კვიცარიძე აცხადებს.
როგორც კვიცარიძემ “მთავარი არხის” ეთერში აღნიშნა, ავსტრიელი მეცნიერის, პროფესორი პენინგერის მიერ შექმნილმა წამალმა უკვე დაასრულა მესამე ფაზის კვლევა და ახლა მიმდინარეობს ფარმაცევტულ ფირმებთან მოლაპარაკებები ამ პრეპარატის მასიურ წარმოებასთან დაკავშირებით.
“მკურნალობის პროტოკოლები საკმაოდ მოძველებულია საქართველოში. ყოველდღე სიახლე შედის მასში და ეს სიახლზე ეყრდნობა მეცნიერებისგან მოწოდებულ ინფორმაციას და ეს ინფორმაცია მოდის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიებიდან.
ვაქცინები, რომლის სწრაფად დაშვებასაც ითხოვენ აშშ-ს ბაზებში, ამაზე კვლევა სულ არ არის დასრულებული, მესამე ფაზის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა. ჩვენ ინფორმაცია გვაქვს ფარმა ფირმებისგან და არა მეცნიერებისგან, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ერთ სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც დასრულებული კვლევის შესახებ რაიმეს გვეტყვის.
რაც შეეხება წამალს, მკურნალობას, ამაზე ძალიან ბევრი კვლევები მიმდინარეობს, ბევრი ახალი შემოთავაზებაც არის მაგრამ ეს ყველაფერი არის ჯერ ლაბორატორიის დონეზე.” – აცხადებს ირმა კვიცარიძე.