ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ახალი ვაქცინა ახალგაზრდებში, ასევე ასაკოვან ადამიანებში კარგ იმუნურ პასუხს იწვევს” – ბიძინა კულუმბეგოვი

“ოქსფორდის ჯგუფის AstraZeneca ვაქცინაზე ჩატარებულმა წინასწარმა მესამე ფაზის კვლევამ აჩვენა, რომ AstraZeneca ვაქცინამ 65 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებს ძალიან კარგი ჩვენება მისცა,” – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი  report.ge-თან საუბრობს.

მისივე თქმით, ძირითადად ასაკოვან ადამიანებს არ აქვთ ძლიერი იმუნური თვისება, ხოლო ახალმა ვაქცინამ აჩვენა, რომ ის ხანდაზმულ ადამიანებშიც ეფექტურია.

“დაემატა მესამე ვაქცინა, რომელსაც ველოდებოდით. ოქსფორდის ჯგუფის AstraZeneca ვაქცინაზე ჩატარებულმა წინასწარმა მესამე ფაზის კვლევამ აჩვენა, რომ AstraZeneca ვაქცინამ 65 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებს ძალიან კარგი ჩვენება მისცა იმუნიტეტის ჩამოყალიბების მხრივ, რაც ძალიან კარგია, რადგან ვაქცინა ყველაზე მოწყვლად ჯგუფშიც, ასაკოვან ხალხშიც იქნება ეფექტური. ხანშიშესულ ადამიანებს საერთოდ ყველაზე სუსტი პასუხი აქვთ ხოლმე ვაქცინაზე იმიტომ, რომ მათი იმუნური სისტემა არ არის ძლიერი”

იტვირთბა....