ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გელა ჯანელიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გელა ჯანელიძე გარდაიცვალა. – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

როგორც ფედერაციის განცხადებაშია ნათქვამი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

“65 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ღირსების ორდენის კავალერი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გელა ჯანელიძე. სამწუხაროდ იგი კორონავირუსმა იმსხვერპლა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....