ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 58 მილიონს გადააჭარბა

ვებ-გვერდ worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 58 მილიონს გადააჭარბა.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, მსოფლიოში, კორონავირისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 40 მილიონს აღემატება.

“მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 58 028 424 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 40 209 529 და დაიღუპა 1 380 082 ადამიანი. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 16.4 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში კოვიდ-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული, გამოჯანმრთელებული და გარდავლილი ჰყავთ აშშ-ს, ინდოეთსა და ბრაზილიას.” – ნათქვამია worldometers-ის ინფორმაციაში.

იტვირთბა....