ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცესკოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ანა მიქელაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან წავიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია იოსელიანი ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის სამსახურიდან წასვლას არ ადასტურებს. – ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკოს სპიკერს, ანა მიქელაძეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

„ვერ დავადასტურებ იმ ინფორმაციას, რომ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ დაწერა განცხადება და წავიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. ჩემი ინფორმაციით, მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და მთხოვეს, რომ შევასრულო დროებით პრეს-სპიკერის მოვალეობა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ქალბატონი ანა დაბრუნდება“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერს, ანა მიქელაძეს 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბრიფინგი არ გაუმართავს. სპიკერის მოვალეობას ნათია იოსელიანი ასრულებს.

იტვირთბა....