ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქვეყანაში, ერთგვარი მოჩვენებითი კრიზისი შეიქმნა” – ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში, ერთგვარი მოჩვენებითი კრიზისი შეიქმნა.

აღნიშნული განცხადება თავდაცვის მინისტრმა არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

“ერთგვარი მოჩვენებითი კრიზისი შეიქმნა ქვეყანაში. ყველა პოლიტიკოსს, მეც მათ შორის მოგვეცა შესაძლებლობა იმისა, რომ რეალურად დაამტკიცონ ისინი სახელმწიფოებრივად მოიქცევიან თუ არა. ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს ყველაფერი, ჩვენ ველით, რომ კონსტრუქციული ნაწილი ოპოზიციური სპექტრისა სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და შევლენ პარლამენტში”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა.

იტვირთბა....