“დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული”, – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან საუბრისას გააკეთა.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ზოგიერთი პოლიტიკური პატრია ემოციებს ზედმეტად გამოხტავს და გადაჭარბებულ ემოციებს აფიქსირებს.
“პირველ რიგში, მინდა ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმეგბლობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს 31 ოქტომბერს და დღესაც. მოგეხსენებათ, კოვიდი ბობოქრობს და მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა ქართულმა საზოგადოებამ, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო.
ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული
მივიღეთ შედეგად 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. ამავდროულად, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღებთ მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა.