ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსი ადამიანს სუსტ წერტილში ურტყამს” – ჟურნალისტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

ჟურნალისტი, ზურა ბალანჩივაძე “მაესტროს” ეთერში იხსენებს, თუ როგორ დაინფიცირდა ვირუსით და რა სიმპტომებით მიმდინარეობდა დაავადება.

როგორც ბალანჩივაძე აცხადებს, კორონავირუსი ბევრად უფრო მოსაფრთხილებელია, ვიდრე ნებისმიერი სხვა გრიპი.

„ზუსტად არ ვიცი საიდან შემხვდა კორონავირუსი, როგორც ბოლო დროს ბევრმა არ იცის. ვვარაუდობ, რომ ალბათ რამე ზედაპირიდან, ან შეიძლება ნაჭრის პირბადიდან. რაც შეეხება სიმპტომებს, დამეწყო 1-ელ ოქტომბერს მსუბუქი ხველა, თუმცა ეს დავუკავშირე სიმღერას, რადგან სახლში ვმღეროდი და ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა ამ დროს. როგორც მითხრეს ჩემი მდგომარეობა იყო უფრო საყურადღებო, არც მძიმე და არც მსუბუქი ყოფილა, რადგან მსუბუქად მქონდა ფილტვების ანთება, უბრალოდ ჩემ შემთხვევაში ანალიზები იყო პრობლემა, იგივე სისხლის შედედება, D-დიმერი, რასაც ახლა ხშირად ახსენებენ, იყო ძალიან მაღალზე წასული და დამჭირდა ძალიან ბევრი ნემსით გამათხელებლის გაკეთება. არის ძალიან ვერაგი დაავადება, დამიჯერეთ 1 თვის განმავლობაში რომ სიცხე გაქვს ადამიანს, არ არის ადვილი, ალბათ ამას მართლა სჯობს, 4-5 დღის განმავლობაში 39 გრადუსი სიცხე და შემდეგ კარგად ყოფნა.

რაც მთავარია კორონავირუსი, რაც მე გამოვცადე ურტყამს ადამიანს სუსტ წერტილში, ზოგს მაგალითად ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები ერევა, ზოგს სისხლი უდედდება, ზოგს ფილტვები, ზოგს თირკმელი, ანუ სადაც ადამიანის სუსტ წერტილს იპოვის, ზუსტად იქ ურტყამს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი გამოცდილებით ნამდვილად არ არის სახუმარო და ალბათ ბევრად უფრო მოსაფრთხილებელია, ვიდრე ნებისმიერი სხვა გრიპი”, – განაცხადა ბალანჩივაძემ.

იტვირთბა....