მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC, რომლის შენობაშიც შეიარაღებული პირი შეიჭრა, განცხადებას ავრცელებს.
მათი თქმით, შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ, რათა პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.
„გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.
შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება “ემბისი”-ს უპირველესი ამოცანაა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისის“ შენობაში შეიარაღებულ პირს მძევლად 9 ადამიანი ჰყავს აყვანილი. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ვაჟა სირაძემ, რომელიც ადგილზე მივიდა, მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, მიმდინარე მოვლენები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ.