ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დედას გაფიცებთ, ამის მეოთხედი ვაშაძეს რომ ეთქვა, წარმომიდგენია, რა “ნიაღვარი” წამოვიდოდა თავად სამადაშვილისგან”- თაკო ჩარკვიანი სამადაშვილის განცხადებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმიანება.

როგორც ჩარკვიანი წერს,  მსგავსი განცხადება გიორგი ვაშაძეს რომ გაეკეთებინა, თავად სამადაშვილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდებოდა.

“დიდი კითხვის ნიშანი და ძახილის ნიშანი?! დედას გაფიცებთ, ახლა ამის მეოთხედი გიორგი ვაშაძეს რომ ეთქვა ან კიდევ რა ვიცი, წარმომიდგენია, რა “ნიაღვარი” წამოვიდოდა თავად სამადაშვილისგან…. ორმაგი სტანდარტია ამ ქვეყანას რომ ანადგურებს!”- წერს თაკო ჩარკვიანი.

ცნობისთვის, როოგრც ენმ-ის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, “ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს და ვინც სხვანაირად გეტყვით, გატყუებთ.”

 

იტვირთბა....