„ხვალ გამოცხადებულია საპარლამენტო მაჟორიტარული არჩევნების ე.წ მეორე ტური,მოვუწოდებ სრულიად საქართველოს, არავინ გაადგას ფეხი“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმითაა შესაძლებელი ხელისუფლების ცვლილება.
„ხვალ გამოცხადებულია საპარლამენტო მაჟორიტარული არჩევნების ე.წ მეორე ტური, მოვუწოდებ სრულიად საქართველოს, რომ არავინ გაადგას ფეხი. ეს ტური ისევე სამარცხვინოდ უნდა ჩაუვარდეს ოლიგარქს, როგორც პირველი ტური ჩაუვარდა,”- განაცხადა ნათელაშვილმა.
ინფორმაციისთვის, 21 ნოემბერს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნების მე-2 ტური, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.