ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

ანგელა მერკელი: ვფიქრობთ, დეკემბერში ან 2021-ის დასაწყისში ვაქცინა მოხმარებისთვის დამტკიცდება

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, შესაძლოა, ევროპაში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დეკემბერში ან 2021 წლის დასაწყისში მოხმარებისთვის დამტკიცდება.

მისი თქმით, ვაქცინის შესახებ, ბოლო დღეებში გავრცელებული სიახლეები დადებითია.

„ვფიქრობთ, დეკემბერში ან შემდეგი წლის დასაწყისში უკვე მოხმარებისთვის დაამტკიცებენ ვაქციანას, რის შემდეგაც ვაქცინაციებიც დაიწყება“, – განაცხადა მერკელმა.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებთან კომენტარი ევროკავშირის ლიდერების ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გაკეთა.

იტვირთბა....