ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საკითხი საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ”- კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის სრულუფლებიანი ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ოპოზიციური პარტიები საკითხვის მოგვარებას ერთად ცდილობენ. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც დეგნანი აღნიშნავს, საკითხი არა შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, არამედ  საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ.

“ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები ჯერ კიდევ ერთად მუშაობენ და ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ. ვფიქრობ, ეს ნამდვილად პოზიტიური ნიშანია. ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა არ უნდა გადაწყვიტოს, საკითხი საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ. ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ ეს საკითხი გადაიჭრას. ჩვენ იქამდე ვუჭერთ მხარს ამ პროცესს, სანამ ისინი კონსტრუქციულად მსჯელობენ,”- კელი  დეგნანი.

ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე,  ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციურ ლიდერებთან შუამავალ ელჩებთან მოლაპარაკებები განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობს. აშშ-ის იელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერს ინდივიდუალურად ხვდებიან.

იტვირთბა....