“რა უნდა იყოს ეს კომპრომისი, ის რომ არჩევნები გაყალბდა და არ შეესაბამებოდა სტანდარტებს ეს ნათელია და თანდათან უფრო ნათელი ხდება, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იგივე სისტემით, იგივე პრობლემებს წარმოშობს. ამიტომ საჭიროა რომ ჯერ გავასწოროთ სისტემა. ეს ვერ მოხდება მარტო ხელისუფლების ან მარტო ოპოზიციის მხრიდან, ორივე მხარე უნდა ჩაერთოს.”
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი გიორგი რუხაძე
ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არცჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ ცნობენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. ოპოზიციური ლიდერები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და არც მეორე ტურში მონაწილეობას თანხმდებიან.