ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: ამომრჩევლისთვის სირცხვილის კორიდორების მოწყობა სამართალდარღვევაა და პოლიცია ნებისმიერ შემთხვევას აღკვეთს

არჩევნების მეორე ტურებში ამომრჩევლებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობა არაკონსტიტუციურია და პოლიცია ყველა მსგავს შემთხვევას აღკვეთს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე აცხადებს.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, ამომრჩევლისთვის სირცხვილის კორიდორების მოწყობა სისხლის სამართლის დანაშაულია, ვინაიდან ეს მოქალაქეს აიძულოს მისი ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების ორგანიზება, თავისი შინაარსით, აშკარად სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რადგან ერთმნიშვნელოვნად მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და პირდაპირ ახდენს ზემოქმედებას ამომრჩეველზე, რათა აიძულოს იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე”, – აცხადებს საბანაძე.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ვარშალომიძემ თავდაპირველად განაცხადა, რომ 21 ნოემბერს არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებს სირცხვილის კორიდორები მოუწონ, რასაც ოპოზიიცის ნაწილი გაემიჯნა. მოგვიანებით კი თავად  ვარშალომიძემ განაცხადა, რომ სირცხილის დერეფნები მოწყობა არა ამომრჩევლებისთვის, არამედ “არჩევნების გამყალბებლებისთვის.”

იტვირთბა....