ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

ქობულეთში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, კორონავირუსით 72 წლის ექიმი-თერაპევტი გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში ორმხრივი პნევმონიითა და და ფილტვის დაზიანებით იმყოფებოდა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მანაამდე ის თვითიზოლაციაში, საკუთარ სახლში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მოულოდნელად ექიმის მდგომარეობა დამძიმდა და „ქობულეთის სამედიცინო ცენტრის“ კოვიდმიმღებ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თავად მუშაობდა.

კლინიკის დირექტორის, ავთანდილ მიქელაშვილის განცხადებით, პაციენტი 5-6 დღის წინ დაინფიცირდა და მდგომარეობის დამძიმების გამო ის კლინიკაში გადაიყვანეს.

“პაციენტი კლინიკაში მუშაობდა, რომელიც კორონავირუსით დაახლოებით, 5-6 დღის წინ დაინფიცირდა. ის საკუთარი სურვილით სახლში გადიოდა მკურნალობას, თუმცა დაახლებით 3-დღის წინ მისი მდგომარეობა დამძიმდა და პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მას მწვავე ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული”, – აცხადებს ავთანდილ მიქელაშვილი.

იტვირთბა....