საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის კორონავირუსით ინფიცირებული ხელმძღვანელის, კორნელი კაკაჩიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, – ამის შესახებ ის ჯერ სოციალურ ქსელში წერდა, შემდეგ კი „მეტრონომს“ განუცხადა, რომ სუნთქვა ძალიან უჭირს, რადგან ერთი ფილტვი დახურული აქვს.
ის ზუგდიდში, რუხის საავადმყოფოში მკურნალობს.
ამასთანავე, მისი მეგობარი Facebook-ზე წერს, რომ კორნელი კაკაჩიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
„გაცნობებთ ყველას, რომ კორნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და საკმაოდ კრიტიკულია. ჩვენ ვცდილობთ მივაწვდინოთ ყველას, ვინც დაგვეხმარება კორნელის თბილისში გადმოყვანაში. ნებისმიერი თქვენგანი, ვისაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, გთხოვთ, მომწეროთ მე ან ჩემს კოლეგა სალომე კანდელაკი – წინასწარ გმადლობთ!, – წერს გიორგი აფციაური.