ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიები 21 ნოემბერს აქციას გამართავენ, ხოლო მანამდე აქციის სხვადასხვა ფორმას განიხილავენ. ამის შესახებ გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან “ლელოს” ოფისში ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, ხვალ, 20 ნოემბერს, 12 საათზე შეიკრიბებიან და აქციის ფორმის შესახებ საბოლოო გეგმას საზოგადოებას გააცნობენ.
ამასთან, უგულავაან მხარდამჭერებს მუწოდებს, მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ.
“მოვუწოდებ მოსახლეობას, 21 ნოემბერს არ მიიღონ მონაწილეობა ამ სიყალბეში და პირიქით, მიიღონ მონაწილეობა საპროტეტსო აქციაში”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არცჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ ცნობენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. ოპოზიციური ლიდერები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და არც მეორე ტურში მონაწილეობას თანხმდებიან.
ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში 9 პარტიის წარმომადგენლები შევიდნენ.