ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არჩევნების მეორე ტური ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლების გარეშე ჩატარდება

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება, საარჩევნო უბნებზე ოპოზიციურ პარტიებს დამკვირვებლები არ ეყოლებათ.

ოპოზიციურმა პარტიებმა მათ საოლქო და საუბნო კომისიებიდან საკუთარი წარმომადგენლები უკვე გამოიწვიეს.

ოპოზიციური ლიდერები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესი არის ფარსი, რაშიც მონაწილეობას არ მიიღებენ.

საკუთარი წარმომადგენლები იმ პატიებმა გამოიწვიეს, რომლის წარმომადგენლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. ისინი საკუთარ ამომრჩევლებს მოუწოდებენ, მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არცჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ ცნობენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. ოპოზიციური ლიდერები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და არც მეორე ტურში მონაწილეობას თანხმდებიან.

ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში 9 პარტიის წარმომადგენლები შევიდნენ.

 

 

იტვირთბა....