ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში ავტოსაგზაქო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
საავტომობილო გზაზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი “სუზუკისა” და “ოპელის” მარკის ავტომობილები შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.