ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესში რეზოლუცია მიიღეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით, აშშ-ს კონგრესში რეზოლუცია მიიღეს, რომელიც სანქციების დაწესებას გულისხმობს.

კონგრესმენები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაატარონ. აღნიშნული დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა.

რეზოლუციაში კონგრესმენები ნავალნიზე თავდასხმას გმობენ და მოუწოდეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და ფინანსთა მინისტრს, თავდასხმაში მონაწილეთა მიმართ სანქციები გაატარონ.

რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის გამო ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები ექვსი პირისა და ქიმიური იარაღის კვლევითი ინსტიტუტის წინააღმდეგ გაატარეს.

ცნობისათვის, ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. ნავალნი  22 აგვისტოს, ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს. 32 დღიანი მკურნალობის შემდეგ ალექსეი ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან გაწერეს.

 

იტვირთბა....