ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ვირუსის პრევენციის მიზნით “ლოკდაუის” გამოცხადება არ იგეგმება, მაგრამ კომპლექსური მიდგომაა აუცილებელი. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მაჭავარიანი განმარტავს რა მოიაზრება კომპლექსურ მიდგომაში.
მიისვე თქმით, რა რაოდენობა ინფიცირებულებზეცაა საუბარი, ამას ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს.
“ჩვენ რა რაოდენობა ინფიცირებულებზეც ვსაუბრობთ დღეს და შესაბამისად, ასევე ვსაუბრობთ მაღალი ლეტალიზაციის მაჩვენებელზე, ამას პრაქტიკულად, ვერც ერთი ჯანდაცვა ვერ გაუძლებს მსოფლიოში, რაც არ უნდა გამართული იყოს. შესაბამისად, აუცილებელი არის კომპლექსური მიდგომა, რას ვგულისხმობ – ერთის მხრივ, ღონისძიებები, რომლებიც შეამცირებს გავრცელებას და რაღაც დონეზე კონტროლირებადს გახდის, ე.წ წერტილოვანი და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები, აქ არ არის სრულ ლოკდაუნზე საუბარი, არამედ იმაზე, რაც ამ რაოდენობას მართვად დონეზე დაიყვანს, მეორე ნაწილი არის უფრო ოპტიმალურად გადაწყობა და გადანაწილება საექიმო იქნება თუ სხვა ტიპის სამედიცინო რესურსის,”- აცხადებს ივანე მაჭავარიანი.