საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რეგულარულ ფრენებზე არსებული შეზღუდვები 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
ამასთან, ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება ან იგეგმება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
- მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
- პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
- რიგა (ICAO-ს კოდი EVRA);
- დოჰა (ICAO-ს კოდი OTHH);
- ვარშავა (ICAO-ს კოდი EPWA);
- ათენი (ICAO-ს კოდი LGAV);
- ამსტერდამი (ICAO-ს კოდი EHAM);
- ვენა (ICAO-ს კოდი LOWW);
- ბერლინი (ICAO-ს კოდი EDDB);
- მილანი (ICAO-ს კოდი LIME).
სააგანტოს განცხადებით, შეზღუდვა, ასევე, არ ვრცელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და შემდეგ აეროპორტებს შორის დაგეგმილ რეგულარულ რეისებზე:
- რიგა (ICAO-ს კოდი EVRA);
- კატოვიცე (ICAO-ს კოდი EPKT);
- ვილნიუსი (ICAO-ს კოდი EYVI);
- დორტმუნდი (ICAO-ს კოდი EDLW).
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში საჰაერო მიმოსვლა სრულად 21 მარტიდან შეწყდა. რამდენიმე თვის განმავლობაში ფრენის უფლება მხოლოდ საქართველოს ავიახაზებს ჰქონდა, რომელიც სპეცრეისებს ასრულებდა.
ამ დროისათვის საქართველოდან რეგულარული ფრენები გერმანიასთან, საფრანგეთთან და ლატვიასთან სრულდება. სხვა ქვეყნებთან სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები, რომლებსაც ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავს.