“ჩემი განცდააა, რომ დღეს მოსახლეობას ყველაზე მეტად არასტაბილურობის, მძიმე კრიზისებისა და დესტაბილიზაციის ეშინია. მთავარი შიში არის დესტაბილიზაციის შიში. ამიტომ ამ მოცემულობაში, როდესაც არ არის გარე მხარდაჭერა, ხოლო ქვეყნის შიგნით არის დესტაბილიზაციის შიში, ეს რამდენად დაეხმარება ოპოზიციას, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოახერხონ, არ ვიცით.“
თამარ ჩუგოშვილი – პარლამენტის წევრი
“ინტერპრესნიუსი”
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არცჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ ცნობენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. ოპოზიციური ლიდერები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და არც მეორე ტურში მონაწილეობას თანხმდებიან.