ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ლანჩხუთში აფეთქების დროს დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა – მას სხეულის 80%-ის დამწვრობა აღენიშნება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს.

არსებული ინფორმაციით, პაციენტს სხეულის 80% -ის დამწვრობა აღენიშნება.

რაც შეეხება მეორე პირს, რომელიც აფეთქების შედეგად დაშავდა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ლანჩხუთში, გვარჯალაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება დღეს მოხდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....