aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი თანდათან განიმუხტება და დალაგდება”- თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობას ეხმიანება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობას ეხმიანება და აღნიშავს, რომ ეს პროექტი ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომაზე განაცცადა.

მინისტროს თქმით, პროექტის ფარგლებში 2 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რაც უმუშევრობის აღმოფხვრას ხელს შეუწყობს.

“ძალიან შეთანხმებულად ჩატარადა იქ მიწების გამოსყიდვა, კომპენსაციების დარიგება. მთელ რიგ სოციალურ პროექტს ახორციელებს ინვესტორი და ადგილობრივი მოსახლეობა არის საკმაოდ კარგად ჩართული ამ პროექტიდან გამომდინარე სხვადსხვა სოციალურ პროგრამაში. გარდა ამისა, ძალიან დიდი დასაქმებაა ამ პროექტში. პიკზე ეს პროექტი დაასაქმებს 2 000 ადამიანზე მეტს საქართველოში,:- აცხადებს ნათია თურნავა.

როგორც თურნავა აღნიშნავს, ბევრ ქვეყანაში, როდესაც არის დიდი პროექტი, აქვს გარკვეული გავლენა გარემოზე, შესაბამისად არის კითხვებიც.

“მთლიანობაში, რასაკვირველია, არ არის კარგი, როცა მსგავსი ექსცესები ახლავს მსხვილ პროექტს, თუმცა, ისიც მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი. ბევრ ქვეყანაში, როდესაც არის დიდი პროექტი, აქვს გარკვეული გავლენა გარემოზე, გააჩნია რთული ინჟინერია, არის, ხოლმე, კითხვები. დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, კომპანიის აქტიურობით, ჩვენი მედიაციით ეს პროცესი თანდათან განიმუხტება და დალაგდება”, –  განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში მოქალაქეები ნამახვანი ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მოქალაქეებმა რამდენიმე დღის წინ გასაპროტესტებლად გზაც გადაკეტეს. პოლიციამ გზის გახსნისთვის მოსახლეობის დაშლა გადაწყვიტა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

 

იტვირთბა....