ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“გასულ კვირას მსოფლიოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების შემთხვევების 46% ევროპაზე მოდის”- ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში პანდემიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცეებენ, სადაც ნათქვამია რომ გასულ კვირას მსოფლიოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების შემთხვევების 46% ევროპაზე მოდის.

ორგანიზაციის ცნობით, ევროპის რეგიონში გასულ კვირაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 10%-ით შემცირდა, რასაც სპეციალისტები სოციალური ზომების გამკაცრებით ხსნიან.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ევროპაში გასული კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ს წინა კვირასთან შედარებით 29 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მკვეთრი, 30 %-იანი ზრდა ავსტრიაში დაფიქსირდა.

გარდაცვლილთა რაოდენობით კი (129 დაღუპული ყოველ 100 000 მოსახლეზე) მსოფლიოში ბელგია ლიდერობს.

შეგახსენებთ, მსოფლიოში ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა. ხოლო, ვირუსისგან 1 მილიონ 355 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

იტვირთბა....