ფბ-არქივმა 9 წლის წინ დადებული ფოტო ამომიგდო დღეს. საინტერესო ისტორია აქვს ამ ფოტოს – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.
“2011 წლის 19 ნოემბერი. პირველი საჯარო შეხვედრის ფოტოა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვიდან, საქართველოს პატრიარქთან…. არასოდეს მისაუბრია ამაზე საჯაროდ…. დიდი ხანი ვამზადებდი ამ შეხვედრას… რა საინტერესოა, ისტორიას რომ დროში დაშორდები – როგორ სხვაგვარად ჩანს რეალობა!
ოდესმე ეს ისტორიაც რეალურად დაიწერება….
რაც არ იცვლება ესაა ჩვენი პატრიარქის განუმეორებელი გონიერება, სიბრძნე და უკიდეგანო სიყვარული“, – წერს ეკა ბესელია.