ბერლინში მოქალაქეებმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოსალოდნელი ახალი შეზღუდვები გააპროტესტეს. საპროტესტო აქციაზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.
აქციის მონაწილეების მიიჩნევენ, რომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის გეგმა ზედმეტად ზღუდავს სამოქალაქო უფლებებს.
აქციის მონაწილეებს ბანერები ეკავათ სლოგანით – „მშვიდობა და თავისუფლება“.
აქციაზე მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ 365 ადამიანი დააკავა. დაპირისპირების დროს კი 10-მდე სამართალდამცავი დაშავდა.
პოლიციამ შეტაკებისას წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.