ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დაახლოებით 150 000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება ავტომატურად დაიბრუნოს დღგ”- გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დაახლოებით 150 000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება, დღგ ავტომატურად დაიბრუნოს. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორცვ გახარიამ აღნიშნა, დღგ-ს დაბრუნება ნიშნავს, რომ ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი ლარი ყველანაირი პრობლემების გარეშე დაუბრუნდება ბიზნესს.

“ჩვენ პირველივე ტალღის დაწყებისთანავე დავიწყეთ ისეთ სერიოზულ რეფორმაზე მუშაობა, როგორიც არის დღგ-ის ავტომატური დაბრუნება, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ ვერცერთ პერიოდში ვერ განახორციელა. დაახლოებით 150 000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება ავტომატურად დაიბრუნოს დღგ ფაქტობრივად მომენტალურად, რაც ნიშნავს, რომ ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი ლარი ყველანაირი პრობლემების გარეშე დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს ბიზნესის განვითარებას, ასევე სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღევანდელი კრიზისის პირობებში“,-განაცხადა გახარიამ.

იტვირთბა....