„ხშირად მოგვმართავენ პაციენტები, რომელთაც უკვე გადატანილი აქვთ sars cov-19 –ეს არის პოტენციურად მძიმე მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, რომლის შემთხვევების 80% გამოჯამრთელებით სრულდება” – ამის შესახებ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათი ცნობით, გამოჯანმრთელებულ პაციენტებს უგრძელდებათ ჩივილები რამდენიმე თვის განმავლობაში:
“ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტებს მაინც აღენიშნებათ სხვადასხვა სახის სირთულე ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რომლებიც საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობასა და მონიტორინგს. ბოლო მონაცემებით ირკვევა, რომ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს უგრძელდებათ ჩივილები რამდენიმე თვის განმავლობაში.
ჩივილები კი შემდეგი სახის გახლავთ: ფსიქოემოციური ლაბილობა, შფოთვა, უძილობა, მეხსიერების დაქვეითება, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი. ეს არის დამოკიდებული თანმხლები დაავადებების არსებობაზე, როგორიცაა: გულის ქრონიკული იშემიური დაავადებები, ქრონიკული თირკმლის უკმარისობა, ბრონქიალური ასთმა, იმუნოკომპეტენტური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ. ამიტომ პაციენტს ესაჭიროება სარეაბილიტაციო პერიოდი” – ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.