ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„არ ფინანსდება ჩაცმა ბიუჯეტიდან… თუ ზოგი ამომრჩეველი ღარიბი ჰყავს, ამანაც, გახეული ნასკით იაროს” – შეროზია მელიაზე

ბლოგერი, გურამ შეროზია “ძალა ერთობაში – ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ქურთუკის ირგვლივ დღეს ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“მეტრონომი” ბლოგერის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთვაზობთ.

“ძალიან გაუტია ამ ხალხმა! ოპოზიციაშია ადამიანი, თან არ ფინანსდება ჩაცმა ბიუჯეტიდან, თავისი ფულიც საკმარისი აქვს და ანუ თუ ზოგი ამომრჩეველი ღარიბი ჰყავს – ამანაც “გახეული ნასკით” იაროს, ხმელა პური ჭამოს და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება კარგი პოლიტიკოსი?

მგონი ზოგი საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ითხოვს, არავის არავისზე მეტი შემოსავალი რომ არ უნდა ჰქონდეს.

– 79 ქვეყანა მოვიარე ჩემი ხარჯებით

– მანქანა ჩამომდის სამ კვირაში

– პლეხანოვის სახლის რემონტსაც ვიწყებ

– სიმღერაც ჩავწერე და წიგნსაც ვუშვებ… ა.შ.

იმიტომ, რომ დღედაღამე ვშრომობ, მანამდე წლები – სწავლაში ვათენებდი ღამეებს და ახლა კიდევ ვიღაც უსაქმურებმა ლუკმები და სამოსი მითვალონ?” – წერს ბლოგერი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....