„რაც შეეხება პოლიტიკურ თემებს, რასაკვირველია, ამითი სპეკულირება შეიძლება, მაგრამ არა მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ინტერესებზეა საუბარი. სწორედ ამაზე მიუთითა პომპეომ თავისი ვიზიტითაც, თავისი დღის წესრიგითაც და იმ განცხადებებით, რომლებიც მან ვიზიტის ბოლოს გააკეთა“.
გიორგი ვოლსკი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი
მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს მიმართ ეკონომიკური, სამხედრო, თუ პოლიტიკური მხარდაჭერა.