aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“ერთ ცხელ-ცხელ ტექსტში საოცრება ამოვიკითხე… რა ვიცი, ცოტა უხერხული მგონია…” – ნიკა გვარამია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერთ ცხელ-ცხელ ტექსტში საოცრება ამოვიკითხე – ამის შესახებ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ერთ ცხელ-ცხელ ტექსტში საოცრება ამოვიკითხე:

თურმე, ნუ იტყვით და ამ ჯორჯიაში არჩევნების შედეგების აღიარებაზე იქნებ იფიქროს ოპოზიციამ და პარლამენტში შევიდესო, მიუხედავად მასობრივი მოსყიდვების, ჩაყრების, ტერორის, დარღვევების, ოქმების გადაკეთების და დარღვევებზე რეაგირების ფუნქციონალური ინსტრუმენტების არარსებობისაო.
ეს, ცხადია, მცდარი მოსაზრებაა და უბრალოდ მცდარ მოსაზრებად დარჩებოდა, რომ არა ზემოთხსენებული საოცრება. საოცარი კი ამ ტექსტში ისაა (როგორც თავად იტყოდნენ, the irony is) რომ მისი ავტორი (ტექსტში ის ინკოგნიტოდაა დატოვებული) იმის დანიშნულია (appointee), ვინც თავის ჯორჯიაში არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მგონი მესამე წრეზე ითხოვს გადათვლას და მის პრეზიდენტად გამოცხადებას.

რა ვიცი, ცოტა უხერხული მგონია”, – წერს გვარამია.

იტვირთბა....