ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიები საერთო განცხადება ავრცელებენ და ირაკლი კობახიძეს პასუხობენ

“ოპოზიციური პარტიების განცხადებით, პოლიტიკური დებატები წინასაარჩევნო პროცესის აუცილებელი ნაწილია, თუმცა მათი თქმით, დებატები შემდეგ კვირას იმ შემთხვევაში შედგება, თუ იგი წარიმართება საქართველოში ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით, ისეთ ფორმატში, სადაც კითხვების დასმის შესაძლებლობა განსხვავებული შეხედულების ჟურნალისტებს ექნებათ.” – ამის შესახებ ოპოზიცია აცხადებს.

ოპოზიციური სპექტრი მმართველი პარტიის აღმასრულებელუ მდივნის, ირაკლი კობახიძის შემოთავაზებას ეხმაურება, რომ დებატები მათ შორის “რუსთავის 2”-ის ეთერში წარიმართოს. ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო განცხადებაში აღნიშნეს, რომ იმ დროს, როდესაც “ქართული ოცნების” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყველა დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელემედიის “ბოიკოტირებას აცხადებენ”, “ხელისუფლების მხარდამჭერი ტელევიზიის ეთერში” დებატების წარმართვას სწორად არ მიიჩნევენ.

“ივანიშვილის რეჟიმმა დიდი ხანია უარი თქვა ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის წარმართვასა და მასში მონაწილეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ ქვეყნებში დებატები წინასაარჩევნო პროცესის აუცილებელი ნაწილია, საპარლამენტო არჩევნებამდე ოცნების წარმომადგენლებს არცერთ პოლიტიკურ თუ საგნობრივ დისკუსიაში, მედიის მიერ ორგანიზებულ დებატებში მონაწილეობა არ მიუღიათ” – აღნიშნულია ოპოზიციის მიერ.

ცნობისათვის, 16 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას სატელევიზიო დებატები შესთავაზა. მან “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ მზადაა ისეთ ფორმატში მონაწილეობისთვის, სადაც ოპოზიციას დაუპირისპირდება მმართველი გუნდი, კონკრეტული განსახილველი თემები კი იქნება საარჩევნო დარღვევები, ხარვეზები და მანიპულაცია

იტვირთბა....