მთავარი ციტატა

“განსახილველი საკითხია ის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც არის ქვეყანა არჩევნების შემდეგ”- ელისაშვილი

“შეერთებული შტატების საელჩოდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ იყო შეხვედრა ჩანიშნული. განსახილველი საკითხია ის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც არის ქვეყანა არჩევნების შემდეგ და ვეტყვით ჩვენს პოზიციასა და არგუმენტებს. ჩვენი არგუმენტები ელჩისთვის ცნობილია და ახლა სახელმწიფო მდივნის მოადგილესაც ვეტყვით.”

ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” ლიდერი

ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვიზიტით საქართველოში ეწვია. პომპეომ ქვეყანა დატოვა, თუმცა მისი მდივანი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. ამასთან,  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს.

იტვირთბა....