ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე მოწმე დაიკითხა, რომელმაც ჩხუბში მონაწილე პირების ვინაობა დაასახელა

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 სრულწლოვანის საასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთი მოწმე, სალომე ჭკადუა დაიკითხა.

სალომე ჭკადუა, იუბილარის, ანა გაბეჩავას მეგობარია რომელიც აგარაკზე მომხდარი ჩხუბის დროს იქ იმყოფებოდა. ჭკადუამ ჩხუბში მონაწილე პირების იდენტიფიცირებაც მოახდინა.

ამასთან, მოწმემ  იმ სამი პირის ვინაობა დააასახელა, რომლებიც დაპირისპირებაში იღებდნენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა ხოლო, 17 პირიდან 6 მათგანი არასწრულწლოვანი, რომელთა საქმეც ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი. გამოძიება ბრალდებულ არასრულწლოვნებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

 

იტვირთბა....