“თავს ნორმალურად ვგრძნობ. ჯერჯერობით ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმტომები არ მაქვს. კორონავირუსზე ტესტს მოგვიანებით გავიკეთებ.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
ამის შესახებ მან Report.ge-ს განუცხადა.
ცნობისთვის, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამირან გამყრელიძე ინფექციური საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებულ დირექტორთან, თენგიზ ცერცვაძესთან კონტაქტის გამო, თვითხიზოლაციაში იმყოფება.