ბრიტანელ ექსპერტთა ჯგუფ Coverscan-ის კვლევაზე დაყრდნობით, Daily Mail წერს, რომ კორონავირუსის მსუბუქი ფორმა, რომელიც გართულებების გარეშე მიმდინარეობს, ორგანიზმისთვის სახიფათოა.
კვლევის თანახმად, პაციენტებს, რომლებმაც კორონავირუსი ადვილად გადაიტანეს, დაავადების სიმპტომები საკმაოდ დიდხანს შეუნარჩუნდათ, მათ შორის, დაღლილობა და ტკივილი.
აღნიშნულ კვლევაში 200-მდე კოვიდინფიცირებული იღებდა მონაწილეობას.
ასევე მათი ინფორმაციით, პაციენტთა 70%-ს ერთი ან რამდენიმე ორგანო ჰქონდა დაზიანებული. ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ფილტვები, გული და პანკრეასი ხვდებოდა.
ინფიცირებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი პაციენტები ქოშინს, კუნთების სპაზმებს და თავის ტკივილს უჩიოდნენ.