ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში”- მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, რომელიც საქართველში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა,  twitter-ზე პოსტს ავქეყნებს.

როგორც პომპეო წერს, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მტკიცე ურთიერთობა აქვთ, რომელიც ემყარება თავისუფლებასა და დამოუკიდებლობისადმი ერთგულებას.

მისივე თქმით, აშშ მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში.

“აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მტკიცე ურთიერთობა აქვთ, რომელიც ემყარება თავისუფლებასა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს ერთგულებას. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში.”

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვიზიტით საქართველოში იმყოფება. პომპეომ უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.  ასევე, სახელმწიფო მდივანი შეხვდა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს. ამასთან, მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

 

იტვირთბა....