18 ნოემბერს, სასწრაფო დახმარების სამცხე-ჯავახეთის უფროსი გარდაიცვალა. თამაზ კაჭკაჭიშვილს კორონავირუსი სამი კვირის წინ დაუდასტურდა. ამ ხნის განმავლობაში ის თბილისში, კლინიკაში მკურნალობდა.
„გუშინ, გვიან ღამით მდგომარეობა დამძიმდა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა”, – გვითხრეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურში.
თამაზ კაჭკაჭიშვილი უწყებაში 2014 წლიდან მუშაობდა.
სრულად: პრაიმტაიმი