საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტი დასრულდა და ქვეყანა უკვე დატოვა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გააცილეს.
პომპეო საქართველოში ვიზიტის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, ასევე ის შეხვდა საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს ილია მეორესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს.