ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოს საავადმყოფოები არაა ეპიდემიისთვის, არამედ ფულის შოვნისთვის არიან მზად” – გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი

„საქართველო უნდა ჩაიკეტოს. სამწუხაროდ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად არაა. ჯანდაცვის სისტემა არ არის მხოლოდ საავადმყოფო. ღერძი არის ექთნები და სანიტრები. ჩვენ გვაქვს ვირუსი, რომელიც ძალიან საშიშია და ამას ემატება საავადმყოფოები, რომლებიც ამისთვის მზად არ არიან…” – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც მის “ფეისბუქის” პირად გვერდზე გაავრცელა .

ფხაკაძე საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებს. იგი კონკრეტული არგუმენტებით ხსნის, თუ რა პრობლემებია ჯანდაცვის მიმართულებით:

არანაირი კონტროლი არ არსებობს საავადმყოფოების. მათი დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია. ვერც ერთი ქართულ საავადმყოფოში ვერ ჩამოყალიბდა ის მინიმალური ხარისხის კონტროლი, რაც უნდა იყოს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მენეჯმენტი არ ვარგა, ისინი არ არიან მზად ეპიდემიებისთვის, ისინი მზად არიან ფულის შოვნისთვის. იმისთვის, რომ ძვირადღირებული სერვისები შემოგთავაზონ, რაც არ გჭირდებათ. ჯანდაცვა არის მთლიანად ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ჯანდაცვა უნდა იყოს პოლიტიკის გარეშე. ეს არის კომუნისტური, საბჭოთა ჯანდაცვა და ეს არის კრიმინალი.

კერძო საავადმყოფები არ უშვებენ პაციენტებს, კოვიდიანი ხარ და კოვიდ ცენტრში წადიო. ეს არის კრიმინალი. რა უფლებით ამბობ უარს, მე ვარ ავად… იქ ხომ არ მივდივარ პურის საყიდლად ან საცეკვაოდ, ეს არის საავადმყოფო. ამას რა ჰქვია ? ეს არის კრიმინალი“ – ამბობს ვიდეომიმართვაში გიორგი ფხაკაძე.

იტვირთბა....